„ანძის ამონაწერი აჩვენებს, რომ…”– დაკარგულ გიორგი გახელაძის ძმა ახალ დეტალებს ავრცელებს

22-06-2024
1 173
Aa

დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის ძმა უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას ახალ დეტალებს ამცნობს.

„ანძის ამონაწერი აჩვენებს, რომ ტელეფონი იყო ამ [ვაკის პარკის] არეალში, იმ გადამცემ სადგურთან იყო დაკავშირებული, რომელიც ემსახურება ვაკის პარკს. კომუნიკაცია გვაქვს პოლიციასთან, დავათვალიერეთ პარკის ტერიტორია და პოლიციასთან ერთად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს. პოლიცია ათვალიერებს კამერებს. მაშველებიც იყვნენ მოსულები, ისინი ისეთ ადგილებში ეძებენ, რომლებიც უფრო სახიფათოა“, – განაცხადა გიორგი გახელაძის ძმამ ლევან გახელაძემ.

უკვე მესამე დღეა, თბილისში დაკარგულ პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. დღეს, პროფესორის სამძებრო სამუშაოებში კუს ტბის ტერიტორიაზე 100–მდემოხალისე ჩაერთო. ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ მეხანძრე მაშველები, რომლებიც დრონებით და შესაბამისი აღჭურვილობით მუშაობენ. სწორედ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქრება გახელაძის კვალი, რასაც სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ჩანაწერებიც ადასტურებს.

ამოღებულია სათვალთვალო კამერების კადრების ნაწილი. ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ გიორგი გახელაძე ბოლოს, ვაკის პარკის წინ, აფთიაქსა და ქსელურ მაღაზიაში შევიდა.

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

FACEBOOK კომენტარები