დაღუპულია ორი ადამიანი – შემზარავი ხანძარი მცხეთის მუნიციპალიტეტში

06-11-2024
309
Aa

მუხ­რა­ნის მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ შპს "მუხ­რა­ნის სა­ვა­ნე­ში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, ორი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს. მათი ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად ასე­ვე და­შა­ვე­ბუ­ლია 2 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი.

“ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის გამო, სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს.


თავ­შე­სა­ფარ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, ასე­ვე, და­შავ­და 2 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, რომ­ლე­ბიც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, მო­ი­ნა­ხუ­ლა და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ეც­ნო.

მუხ­რა­ნის თავ­შე­საფ­რის ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა გა­ი­ა­რა შე­სა­ბა­მი­სი შე­მოწ­მე­ბა და გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­ვი­სით არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FACEBOOK კომენტარები