გაირკვა პირველი ინფორმაცია თუ რითი დაიღუპა 2 სტუდენტი ნაქირავებ ბინაში გაირკვა პირველი ინფორმაცია თუ რითი დაიღუპა 2 სტუდენტი ნაქირავებ ბინაში » დროული ინფორმაცია გაირკვა პირველი ინფორმაცია თუ რითი დაიღუპა 2 სტუდენტი ნაქირავებ ბინაში

გაირკვა პირველი ინფორმაცია თუ რითი დაიღუპა 2 სტუდენტი ნაქირავებ ბინაში

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
12-11-2024
925
Aa

თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზა სახელდება.

არსებული ინფორმაციით, ოჯახმა 23 წლის ბიჭისა და 21 წლის გოგოს ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდნენ.

ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო. ახალგაზრდები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში იპოვეს. ორივეს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: ამბები.გე

FACEBOOK კომენტარები