თბილისის ზღვაზე პოლიციელის ცხედარი იპოვეს

15-11-2024
72
Aa

შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის ბურუსით მოცული გარდაცვალება –  28 წლის ლევან სულაშვილის ცხედარი 6 ნოემბერს, საკუთარ მანქანაში, თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, თბილისის ზღვაზე იპოვეს.

ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა.  მშობლები არ ენდობიან გამოძიების ოფიციალურ ვერსიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, სულაშვილს შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შვილის ცოლად მოყვანას აიძულებდა, უარის მიღების შემდეგ კი მოკლეს.

ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს:

“გამოძიებას ვითხოვთ. ტელეფონიც არ არის გახსნილი. იქ რანაირად ჩავიდა მანქანა, რანაირად გაიგეს, რომ ეს იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რათ დაუწყეს ძებნა? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებნო სანამ არ გამოვაცხადებთ? რატომ  ეძებდნენ…” ამბობს გარდაცვლილის დედა.

მამის თქმით, კი მის შვილს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონია.

მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: მთავარი არხი


FACEBOOK კომენტარები