გიორგი მიქაუტაძეს 2 შეიარაღებული კაცი დაადგა თავზე და სახლის გაღება მოსთხოვა - ქართველი ფეხბურთელი დააყაჩაღეს და.. - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში გიორგი მიქაუტაძეს 2 შეიარაღებული კაცი დაადგა თავზე და სახლის გაღება მოსთხოვა - ქართველი ფეხბურთელი დააყაჩაღეს და.. - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში » დროული ინფორმაცია გიორგი მიქაუტაძეს 2 შეიარაღებული კაცი დაადგა თავზე და სახლის გაღება მოსთხოვა - ქართველი ფეხბურთელი დააყაჩაღეს და.. - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში

გიორგი მიქაუტაძეს 2 შეიარაღებული კაცი დაადგა თავზე და სახლის გაღება მოსთხოვა - ქართველი ფეხბურთელი დააყაჩაღეს და.. - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში

02-12-2024
6 050
Aa

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და ფრანგული საფეხბურთო კლუბ "ლიონის" ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გაძარცვეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

შემთხვევა ლიონთან ახლოს, შასიეს კომუნაში, ფეხბურთელის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ინფორმაციის თანახმად, მიქაუტაძე საფეხბურთო კლუბ "ნიცასთან" გამართული მატჩის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.

როცა მან ავტომობილი გააჩერა, მასთან ორი შეიარაღებული პირი მივიდა და სახლის გაღება მოსთხოვა. ფეხბურთელმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა, მძარცველები მის სახლში შევიდნენ, რამდენიმე ძვირადღირებული საათი და სხვა ნივთები აიღეს და მიიმალნენ. წინასწარი ინფორმაციით, ნაძარცვის საერთო ღირებულება 150 - 200 ათას ევროს შეადგენს.

როგორც თავად მიქაუტაძემ განაცხადა, მძარცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

FACEBOOK კომენტარები