დანგრეული ხიდები და დატბორილი სახლები – მდინარემ ავტომობილებიც წაიღო – რა ხდება ხარაგაულში?
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მოსახლეეობა ძლიერ სტიქიას ებრძვის. სტიქიის ეპიცენტრი სოფელი გედსამანიაა, სადაც უხვი ნალექის გამო მდინარე უხადურა ადიდდა.
კალაპოტშეცვლილმა მდინარემ მიმართულება დასახლებული ტერიტორიისკენ აიღო და გაანადგურა ყველაფერი რაც, გზად შეხვდა.
წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებსა და დამხმარე ნაგებობებშიც შეაღწია.
მდინარემ ადგილობრივების ავტომობილებიც წაიღო. დახოცილია შინაური ფრინველი და საქონელი. დატბორილია ეზოები და ბაღები. დანგრეულია ხიდებიც. ტრანსპორტი ვეღარ მოძრაობს. ზოგიერთ სახლამდე კი, ფეხით მისასვლელი გზაც არ არის.
სოფლის მცხოვრებლები კურიერთან ჰყვებიან, რომ მსგავსი მასშტაბის წყალმოვარდნა გედსამანიაში არავის ახსოვს.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული