„სულის სიმწარე ხარ, ძმაო... ვერ უძლებს გული, ვერა” - ვინ არიან რიკოთზე დაღუპული ახალგაზრდები
ავტოსაგზაო შემთხვევას რიკოთზე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ერთი პირი. დაღუპულები ზესტაფონიდან არიან. ტრაგიკულად დაღუპულ ზაალ კვინიკაძესა და შოთიკო თურმანიძეს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
„სულის სიმწარე ხარ, ძმაო... ტკივილი რომელიც არასდროს განელდება” – წერს გარდაცვლილი ზაალ კვინიკაძის და სოციალურ ქსელში.
“ეს რა გამიკეთე, ვერ უძლებს გული, ვერა” – წერს გარდაცვლილი შოთიკო თურმანიძის მეუღლე.
“გული მტკივა შოთიკო, უდიდესი ტკივილია “; „ვერ ვიჯერებ გაგვანადგურა ყველა” – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, მესამე დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ავარია რიკოთზე 29 ივნიის მოხდა, როგორც ცნობილია მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული