ცოტა ხნის წინ, ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 52 წლის ქალი პოლიციელი ემსხვერპლა

30-03-2026
210
Aa

ქალაქ ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 52 წლის ქალი პოლიციელი ემსხვერპლა.

ავარია ცოტა ხნის წინ, იმ დროს მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იჯდა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა, რამაც შეჯახება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან" აქ­ვეყ­ნებს.



FACEBOOK კომენტარები