ცნობილია ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული პოლიციელის ვინაობა ცნობილია ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული პოლიციელის ვინაობა » დროული ინფორმაცია ცნობილია ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული პოლიციელის ვინაობა

ცნობილია ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული პოლიციელის ვინაობა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
30-03-2026
603
Aa

ქალაქ ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი, 52 წლის პოლიციელი, ინგა ყაველაშვილია.

ღუპული წარმოშობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდან იყო და ყვარლის პოლიციაში მუშაობდა

.არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს, სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა, მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იმყოფებოდა.

მიღებული დაზიანებების შედეგად, ყაველაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: "მთავარი ამბები კახეთიდან"



FACEBOOK კომენტარები