უმძიმესი კადრები: დაიღუპნენ ორსული ქალი და მოზარდი - დაღესტანში წყალდიდობის შედეგად, ხიდი ჩაინგრა და რამდენიმე ადამიანი დინებამ გაიტაცა უმძიმესი კადრები: დაიღუპნენ ორსული ქალი და მოზარდი - დაღესტანში წყალდიდობის შედეგად, ხიდი ჩაინგრა და რამდენიმე ადამიანი დინებამ გაიტაცა » დროული ინფორმაცია უმძიმესი კადრები: დაიღუპნენ ორსული ქალი და მოზარდი - დაღესტანში წყალდიდობის შედეგად, ხიდი ჩაინგრა და რამდენიმე ადამიანი დინებამ გაიტაცა

უმძიმესი კადრები: დაიღუპნენ ორსული ქალი და მოზარდი - დაღესტანში წყალდიდობის შედეგად, ხიდი ჩაინგრა და რამდენიმე ადამიანი დინებამ გაიტაცა

06-04-2026
191
Aa

დაღესტანში, დერბენტის რაიონში, წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა TASS-ი ავრცელებს.

ორსული ქალი და მოზარდი, რომლებიც დინებამ გაიტაცა, წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ ისინი გარდაიცვალნენ.

გუშინ წყლის დონის მატების გამო, წყალსაცავში ჰიდრავლიკური ნაგებობა გასკდა, წყლის დონის მატების გამო კი ხიდი ჩაინგრა და ავტომობილები, რომლებშიც ადამიანები იმყოფებოდნენ, დინებამ გაიტაცა.

6 აპრილის დილის მონაცემებით, დაღესტნის დერბენტის რაიონის ოთხი მიკრორაიონიდან 4000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

გუშინ, 5 აპრილს წყალდიდობის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობაც ჩამოინგრა.

FACEBOOK კომენტარები