რამდენიმე წუთის წინ მძიმე ავარია მოხდა - ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა - შემთხვევის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი | ინფორმაციას ამის შესახებ "გურია ნიუსი" ავრცელებს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რესპუბლიკის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულები - ორი ქალი და ერთი მამაკაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მათ ამ დროისთვის მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



