ავარია მარნეულში - ცნობილი ხდება გარდაცვლილის ვინაობა ავარია მარნეულში - ცნობილი ხდება გარდაცვლილის ვინაობა » დროული ინფორმაცია ავარია მარნეულში - ცნობილი ხდება გარდაცვლილის ვინაობა

ავარია მარნეულში - ცნობილი ხდება გარდაცვლილის ვინაობა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
07-05-2026
112
Aa

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს, 6 მაისს, მარნეულის საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რასიმ მამედოვმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 52 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

FACEBOOK კომენტარები