„ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა წამლების მიღებას ცდილობდა“ - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები „ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა წამლების მიღებას ცდილობდა“ - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები » დროული ინფორმაცია „ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა წამლების მიღებას ცდილობდა“ - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

„ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა წამლების მიღებას ცდილობდა“ - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
02-06-2026
864
Aa

ბოლნისში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შესახებ წერს.

„ბოლნისში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის კიდევ ერთი შემზარავი დეტალი გახდა ცნობილი.

8 წლის ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა დიდი რაოდენობით წამლების მიღებით სიცოცხლის დასრულებას ცდილობდა. პატარა ცდილობდა მის გადარჩენას უყვიროდა, ბებიას ეძახდა: დედა თავს კლავსო. ამ მძიმე წუთებში დედამ, რომელიც, როგორც ჩანს, უმძიმეს ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარ ქმედებებს ვეღარ აკონტროლებდა, ბავშვს გულ-მკერდის არეში მაკრატლით დაარტყა, ალბათ იმიტომ რომ არავინ გაიგოს და დაასრულოს ცხოვრება.

წარმოუდგენელია ამ ტრაგედიის სიმძიმე. ალბათ, როცა ეს ქალი გონზე მოვა და გააცნობიერებს, რა ჩაიდინა, ამ ტვირთთან ცხოვრება თითქმის შეუძლებელი იქნება…

ეს 8 წლის ბიჭი ოჯახში უფროსი იყო. შემთხვევის ადგილზე კიდევ ორი პატარა და-ძმაც იმყოფებოდა…“, - წერს სამირა ბაირამოვა

FACEBOOK კომენტარები