ავტომობილი მდინარეში გადავარდა, არის მსხვერპლი
ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა მდინარე ლიახვზე მოხდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ავტომობილის ამოყვანისას მძღოლი გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
მომხდარის ზუსტი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის გარემოებების დასადგენად შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



