კადრები თვითმფრინავიდან, რომელიც თბილისში ავარიულად დაეშვა კადრები თვითმფრინავიდან, რომელიც თბილისში ავარიულად დაეშვა » დროული ინფორმაცია კადრები თვითმფრინავიდან, რომელიც თბილისში ავარიულად დაეშვა

კადრები თვითმფრინავიდან, რომელიც თბილისში ავარიულად დაეშვა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
13-06-2026
387
Aa

რამდენიმე დღის წინ ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი თბილისში ავარიულად დაეშვა.

სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქიდან აფრენის შემდეგ სალონში ჰერმეტულობა დაირღვა (დეპრესურიზაცია მოხდა).

"ყველა მგზავრის თავზე მდებარე სპეციალური პანელებიდან ჟანგბადის ნიღბები ავტომატურად ჩამოვარდა და თვითმფრინავი ძლიერად ირყეოდა. საბედნიეროდ, ყველა მგზავრი უვნებელია და არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი უკან, თბილისში დაბრუნდა და უსაფრთხოდ დაეშვა...

აფრენიდან მალევე შასის (ბორბლების) გაუმართაობის სიგნალი აინთო და წნევის გამო ჟანგბადის ნიღბებიც ჩამოცვივდა. ხალხი კი დაპანიკდა, მაგრამ პილოტი იყო უძლიერესი (თემურ თოლომაშვილი) – აბსოლუტურად ცივსისხლიანად და პროფესიონალურად იმოქმედა. სავსე ავზებით დაჯდომა საშიში რომ იყო, საწვავის დასაცლელად თბილისის ცაზე 2 საათი იფრინა, სიტუაცია სრულად აკონტროლა და მერე თვითმფრინავი აეროპორტში უმაღლეს დონეზე, მშვიდობიანად დასვა. ნამდვილი გმირია, 180 კაცი გადაარჩინა და ნაკაწრიც არავის ჰქონია!

აი, ეს არის პროფესიონალური პილოტი, უფალმა დალოცოს..."- წერენ სოციალურ ქსელში.

ვიდეო: sunshining67



FACEBOOK კომენტარები