კახეთში ცოლ-ქმრის კონფლიქტს უდანაშაულო მეზობელი ქალი ემსხვერპლა – ტრაგიკული შემთხვევის დეტალები კახეთში ცოლ-ქმრის კონფლიქტს უდანაშაულო მეზობელი ქალი ემსხვერპლა – ტრაგიკული შემთხვევის დეტალები » დროული ინფორმაცია კახეთში ცოლ-ქმრის კონფლიქტს უდანაშაულო მეზობელი ქალი ემსხვერპლა – ტრაგიკული შემთხვევის დეტალები

კახეთში ცოლ-ქმრის კონფლიქტს უდანაშაულო მეზობელი ქალი ემსხვერპლა – ტრაგიკული შემთხვევის დეტალები

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
16-06-2026
933
Aa

კახეთში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მათი მეზობელი ქალი ემსხვერპლა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცი ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც ქალმა დახმარება ითხოვა. დაპირისპირებაში ჩარევა მეზობელმა ქალმა სცადა, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცემას ეუბნებიან, გარდაცვლილ ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და ის, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. კაცი პოლიციამ ცოლზე განხორციელებული ძალადობისათვის დააკავა

FACEBOOK კომენტარები