ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა » დროული ინფორმაცია ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა

ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა

04-07-2026
296
Aa

ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმში, „მაიაკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის დავით გაბისონია დაიღუპა.

სანაპიროზე ბავშვის პირადი ნივთები იპოვეს,  სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მყვინთავებმა არასრულწლოვნის ცხედარი სავარაუდო საბანაო ადგილზე, წყლის ქვეშ აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებასა და გარემოებების დადგენას აგრძელებენ.

FACEBOOK კომენტარები