სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
ხალხის ევაკუაცია განხორციელდა საფრთხის ზონიდან საშინელება ხდება. ხალხის ევაკუაცია განხორციელდა საფრთხის ზონიდან საშინელება ხდება. » დროული ინფორმაცია ხალხის ევაკუაცია განხორციელდა საფრთხის ზონიდან საშინელება ხდება.

ხალხის ევაკუაცია განხორციელდა საფრთხის ზონიდან საშინელება ხდება.

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
12-07-2026
9 102
Aa

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა თელავის ხევმა კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი მთლიანად დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები, დაზიანებულია ავტომობილებიც.
სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად განადგურდა ინფრასტრუქტურა. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სახელმწიფო რწმუნებულის კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ზარალი, სავარაუდოდ, მასშტაბურია, თუმცა მისი ზუსტი დათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ადიდებული მდინარე ჯერ კიდევ ქუჩებში მიედინება.

რწმუნებულის განმარტებით, ძლიერი ნალექის შედეგად თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა.

საფრთხის ზონიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.კალმახელიძე ვარაუდობს, რომ ზარალი იმდენად დიდია, ადგილობრივი ბიუჯეტი მის აღმოფხვრას ვერ გასწვდება და საჭირო გახდება ცენტრალური ხელისუფლების დახმარება.

ზარალის ზუსტი ოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წყლის დონე დაიკლებს და შესაბამისი სამსახურები მდგომარეობის სრულ შეფასებას შეძლებენ.

FACEBOOK კომენტარები