სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
ვრცელდება კადრები იმ ოთახიდან, სადაც ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე სპეცრაზმს შეიარაღებული დახვდა ვრცელდება კადრები იმ ოთახიდან, სადაც ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე სპეცრაზმს შეიარაღებული დახვდა » დროული ინფორმაცია ვრცელდება კადრები იმ ოთახიდან, სადაც ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე სპეცრაზმს შეიარაღებული დახვდა

ვრცელდება კადრები იმ ოთახიდან, სადაც ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე სპეცრაზმს შეიარაღებული დახვდა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
24-07-2026
2 165
Aa

"TV პირველი" ავრცელებს კადრებს იმ ოთახიდან, სადაც ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე სპეცრაზმს შეიარაღებული დახვდა.

42 წლის კაცი შანიძის 31-ში, მის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. როგორც ირკვევა, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თითის ამპუტირება მოხდა, მან დაზიანებები მიიღო ხელის მეორე მტევანზეც. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გამო, მას კლინიკაში ქირურგიული მკურნალობა გაეწია.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. ა

რსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს.

რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. "ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

FACEBOOK კომენტარები