ძლიერი შეჯახების შემდეგ, ავტომობილები იქვე გაჩერებულ სატვირთოებს დაეჯახნენ - არიან დაშავებულები
თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა, გვიან ღამით, სოფელ კონდოლთან მოხდა.ერთმანეთს BMW და Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.ძლიერი შეჯახების შემდეგ, ავტომობილები იქვე გაჩერებულ სატვირთოებს დაეჯახნენ, რამაც მთლიანობაში ოთხი სატრანსპორტო საშუალება დააზიანა.თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.მეორე დაშავებული, ასაკოვანი მამაკაცი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება და ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამაშველო ჯგუფებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების თანამშრომლები.ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.



