სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
საშინელება მოხდა, ბიჭი მანქანაში ჩაიწვა საშინელება მოხდა, ბიჭი მანქანაში ჩაიწვა » დროული ინფორმაცია საშინელება მოხდა, ბიჭი მანქანაში ჩაიწვა

საშინელება მოხდა, ბიჭი მანქანაში ჩაიწვა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
14-08-2026
4 228
Aa

ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ, ავტომაგისტრალზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილავოს მკვიდრი დავით კაკულიაა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო მარტვილი" ავრცელებს.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ახალგაზრდა ავტომობილში დაიწვა. მისი თქმით, გარდაცვლილის დედა ემიგრაციაში იმყოფება.

"დედა ემიგრაციაში ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს, გლოვობს მთელი მარტვილი. ბიჭი მანქანაში ჩაიწვა, საშინელება მოხდა. ოჯახის ერთადერთი შვილია“ - აცხადებს ოჯახის ახლობელი "ინფო მარტვილთან" საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

FACEBOOK კომენტარები