რეკლამა
უმძიმესი ავარია, არის მსხვერპლი უმძიმესი ავარია, არის მსხვერპლი » დროული ინფორმაცია უმძიმესი ავარია, არის მსხვერპლი

უმძიმესი ავარია, არის მსხვერპლი

06-09-2026
1 534
Aa

“კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით

გარდაიცვალა. შეგნებულად არ ვამბობ სკოლას და მოსწავლის ვინაობას. მშობლები ემიგრაციაში ჰყავს და შესაძლოა ჯერ არ იცოდნენ. ნებისმიერი მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია.“ - წერს ჟურნალისტი გოგა აფციაური სოციალურ ქსელში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



FACEBOOK კომენტარები