რეკლამა
ვრცელდება კადრები სკანდალური ქორწილიდან - ნეფე-პატარძალი დააკავეს ვრცელდება კადრები სკანდალური ქორწილიდან - ნეფე-პატარძალი დააკავეს » დროული ინფორმაცია ვრცელდება კადრები სკანდალური ქორწილიდან - ნეფე-პატარძალი დააკავეს

ვრცელდება კადრები სკანდალური ქორწილიდან - ნეფე-პატარძალი დააკავეს

15-09-2026
6 417
Aa

თურ­ქეთ­ში დიდი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია ვა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა მდიდ­რულ­მა ქორ­წილ­მა, სა­დაც პა­ტარ­ძალ­სა და საქმროს ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლი­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქრო და ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლი მი­არ­თვეს. კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, წყვი­ლის შე­მო­სავ­ლე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია და­ინ­ტე­რეს­და, რის შემ­დე­გაც პა­ტარ­ძა­ლი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლის, მეჰ­მეთ ფა­თიჰ თან­ჩა­ლა­ნის ცოლი, ჩაღ­ლა ოზ თან­ჩა­ლა­ნი. თურ­ქულ მე­დი­ა­ში მეჰ­მეთ ფა­თიჰ თან­ჩა­ლა­ნი „კარა ჰა­ი­და­რის“ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.საქ­მე შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი აღ­მოჩ­ნდეს, ვიდ­რე მხო­ლოდ მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლის ის­ტო­რი­აა. გა­მო­ძი­ე­ბა წყვი­ლის ფი­ნან­სურ საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ ან­გა­რი­შებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან ოპე­რა­ცი­ებს, ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და ქორ­წილ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ოქ­როს წარ­მო­მავ­ლო­ბას სწავ­ლობს.

ყვე­ლა­ფე­რი მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლით და­ი­წყო­წყვი­ლის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რაც მათი ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

ქორ­წილ­ში პა­ტარ­ძალ­სა და საქმროს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ოქრო და ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლი მი­არ­თვეს. მათი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 45 მი­ლი­ონ თურ­ქულ ლი­რად (925,172.55 აშშ დო­ლა­რი) შე­ფას­და.

ქორ­წი­ლის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა კი­თხვა - რო­გორ შეძ­ლო წყვილ­მა ასე­თი დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო ფი­ნან­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა, საქ­მე­ში კი თურ­ქე­თის ფი­ნან­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის უწყე­ბა - MASAK ჩა­ერ­თო. განაგრძეთ კითხვა

FACEBOOK კომენტარები