თბილისში საბავშო ბაღები დაიკეტა, ბავშვები არიან მოწამლულები
თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღის მშობლები ბავშვების მასობრივ ინტოქსიკაციაზე საუბრობენ. როგორც მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, ღამით საავადმყოფოებში მოზარდები პირღებინებითა და მუცლის ტკივილით შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ბაღი დღეს დილიდან დაიკეტა. მშობლებს არ აქვთ პასუხი, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების სავარაუდო მოწამვლა. მათივე ინფორმაციით, მოწამლულია 20-ზე მეტი ბავშვი.
რაც შეეხება ბაღებს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს, როგორც მშობლები ამბობენ, მათ შორისაა, თბილისის 109-ე, 124 -ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე, 22-ე, 59-ე საბავშვო ბაღები.
"მხოლოდ ვაზისუბანში არა, ისანშიც, სამგორშიც, სავარაუდოდ, ხორცის მოწამვლაა"
"109 ბაღი, ნახევარი ბავშვები დაიწამლნენ. ყველა ბაღში იგივე სიტუაციაა. არანაირი ვირუსი, სავარაუდოდ, ხორცშია პრობლემა," - წერენ მშობლები.



