დიდი კატასტროფა ავიცილეთ, პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა
ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ავიაკომპანია flydubai-ს იმ რეისთან დაკავშირებით, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელის მიმართულებით მიფრინავდა და საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა, უდიდესი კატასტროფა იქნა თავიდან აცილებული“, - ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
აღნიშნული პირის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურად ისაუბრა, მიმდინარეობს გამოძიება მეორე პილოტთან დაკავშირებით, რადგან მატულობს იმის ნიშნები, რომ მან თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდება და მისი ჩამოგდება სცადა.
„მე-12 არხის“ ცნობით, flydubai-ს თვითმფრინავში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პილოტების მეორე ჯგუფიც იმყოფებოდა. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ მათ აღკვეთეს ერთ-ერთი პილოტის მცდელობა, თვითმფრინავზე კონტროლი ხელში ჩაეგდო. განაგრძეთ კითხვა>>>



