"ძაღლი დაესხა თავს და სასტიკად დაგლიჯა" - ახალგაზრდა ფოტოგრაფს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ფოტოგრაფ ანა ყაჭეიშვილს ძაღლი თავს დაესხა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. ქალს სხეულზე მრავლობითი, უმძიმესი ჭრილობები აქვს მიყენებული. განსაკუთრებით დაზიანებული ჰქონდა მარცხენა ხელი, რომლის შენარჩუნებაც ექიმებმა ურთულესი ოპერაციის შედეგად შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ანა საკუთარმა პიტბულმა დაგლიჯა.
"ჩემს მეგობარს, ფოტოგრაფ Anna Kacheishviliს ძაღლი დაესხა თავს და სასტიკად დაგლიჯა.
ანას სხეულზე მრავლობითი, უმძიმესი ჭრილობები აქვს. განსაკუთრებულად დაუზიანდა მარცხენა ხელი, რომელიც ექიმებმა ურთულესი ოპერაციის შედეგად მიაკერეს. დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელიც და ორივე ფეხი.ანა გადარჩა, თუმცა წინ ხანგრძლივი მკურნალობა და რთული რეაბილიტაცია ელის.
სულ მცირე ორი თვის განმავლობაში დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მუშაობას ვერ შეძლებს.ამხელა ფინანსურ ტვირთს ერთი ადამიანი მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვისაც რისი შესაძლებლობა გვაქვს, დავეხმაროთ.
ერთი ლარიც მნიშვნელოვანია, როცა ბევრნი ვართ.არ დავტოვოთ ანა ამ უმძიმეს მდგომარეობაში მარტო.
მიმღები - ანა ყაჭეიშვილი
#GE18TB7016645064300147
#GE36BG0000000878185200



