რეკლამა
"შოკში ვარ" - ცნობილია რიონჰესთან, ხევში გადავარდნის შემდეგ დაღუპული ორი, 20 წლამდე ბიჭის ვინაობა "შოკში ვარ" - ცნობილია რიონჰესთან, ხევში გადავარდნის შემდეგ დაღუპული ორი, 20 წლამდე ბიჭის ვინაობა » დროული ინფორმაცია "შოკში ვარ" - ცნობილია რიონჰესთან, ხევში გადავარდნის შემდეგ დაღუპული ორი, 20 წლამდე ბიჭის ვინაობა

"შოკში ვარ" - ცნობილია რიონჰესთან, ხევში გადავარდნის შემდეგ დაღუპული ორი, 20 წლამდე ბიჭის ვინაობა

04-11-2026
158
Aa

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუშინ ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში. რიონჰესთან ავტომობილი მდინარე რიონში გადავარდა. მანქანაში ორი, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. მდინარეში გადავარდნილ ავტომობილს მაშველები ორ საათზე მეტხანს ეძებდნენ, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ჯგუფები. სამწუხაროდ, გაირკვა, რომ ორივე ახალგაზრდა გარდაიცვალა.

დაღუპულები ქუთაისში მაცხოვრებლები არიან - მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი. მათი ცხედრები ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა მიმდინარეობს.უმძიმესია მომხდარით გამოწვეული ტკივილი. ყველა განიცდის მომხდარს და გლოვაა ქუთაისში.

"ძალიან მიჭირს მომხდარზე საუბარი. ეს უბედურება როგორ დატრიალდა არ ვიცი, გეტყვით იმას, რომ უსაყვარლესი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი, მათე ობოლაძე დაიღუპა ავარიის დროს. ძალიან თბილი და ტკბილი ბიჭი, ყველას რომ უყვარდა. არ ვიცი, რა ვთქვა, შოკირებული ვარ ან მისმა დედამ როგორ უნდა გაუძლოს ამ უსაშველო ტკივილს. გული გამეყინა. სიტყვებს ვერ ვპოულობ. მართლა ყველასგან რომ გამოირჩეოდა ბავშვობიდან ისეთი იყო. ჩემს თვალწინ გაიზარდა და დავაჟკაცდა. ჩემი შვილის თანაკლასელი და საუკეთესო მეგობარია. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. ჩვენი უსაყვარლესი მათუნა არ გვყავს... სტუდენტი იყო, წერეთლის უნივერსიტეტში სწავლობდა, ძალიან წარმატებული ახალგაზრდა, 20 წლის ბიჭი აღარ არის, ეს მწარე რეალობაა", - გვითხრა მათეს მეგობრის დედამ და საუბრის გაგრძელება ვერ შეძლო.

დადებითად ახასიათებენ ავარიისას დაღუპულ მეორე ახალგაზრდას, ბერდია ხაბულიანსაც.

"შოკში ვარ, ჩვენი ბერდო აღარ გვყავს. როგორი გაზრდილი შვილი. ეს არ უნდა მომხდარიყო", - ამბობს მისი ახლობელი. განაგრძეთ კითხვა>>>




FACEBOOK კომენტარები