რეკლამა
ახლახანს ლიფტში 2 ადამიანი ჩაცხრილეს ახლახანს ლიფტში 2 ადამიანი ჩაცხრილეს » დროული ინფორმაცია ახლახანს ლიფტში 2 ადამიანი ჩაცხრილეს

ახლახანს ლიფტში 2 ადამიანი ჩაცხრილეს

11-11-2026
595
Aa

"პირველებმა" თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - მოკლულია ცოლ-ქმარი.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

როგორც "პირველებს" ეუბნებიან, ცოლ-ქმარი სავაჭეო ცენტრ "საბაშია" დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება დიდუბეში, გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, ცენტრ-პოინტის საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ მოხდა.

FACEBOOK კომენტარები