რეკლამა
ვრცელდება შიდა კადრები იმ კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა – ამ დრომდე 7 ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებსაც ვრცელდება შიდა კადრები იმ კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა – ამ დრომდე 7 ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებსაც » დროული ინფორმაცია ვრცელდება შიდა კადრები იმ კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა – ამ დრომდე 7 ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებსაც

ვრცელდება შიდა კადრები იმ კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა – ამ დრომდე 7 ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებსაც

19-11-2026
557
Aa

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ.

რამდენიმე წუთის წინ კი კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 7 ადამიანია მოყოლილი. მათივე ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია. ადგილზე იმყოფებიან კორპუსში მცხოვრები ადამიანების ახლობლებიც.

“ჩემი მეგობარია მოყოლილი, 57 წლის იქნება“, -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ოთხივე სართული არის ჩამოსული პირველ სართულზე. დეიდაა მოყოლილი [ნანგრევების] დაბლა. ჩვენი ოჯახიდან გამოვედით“, – ამბობს მეორე თვითმხილველი.

„ორი ბავშვია მოყოლილი, პატარები“, – განუცხადა „ტვ პირველს“ კიდევ ერთმა პირმა ადგილზე.

როგორც ცნობილია, ფონიჭალაში კორპუსში, აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილია 4 პირი, მათ შორის მცირეწლოვანი

FACEBOOK კომენტარები