”ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ჩასვა” – ვრცელდება კადრები, როგორ მოიტაცეს 23 წლის გოგო კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან

29-07-2024
1 313
Aa

კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით საღამოს 20:00 საათისთვის მოხდა.

ფორმულას მიერ მოპოვებული გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ქალი ძალის გამოყენებით გაიტაცეს. ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ჩასვა.

ოჯახის წევრები “ფორმულასთან” საუბრისას ამბობენ, რომ ფიზიკური დაზიანებები ასევე მიაყენეს ქალის ახალგაზრდა ბებიასაც, რომელიც ადგილზე შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ის კლინიკაში იმყოფება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გატაცებული ქალის ძებნაში პოლიციაა ჩართული.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული