სვანეთში, მთასვლელი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ

11-08-2024
254
Aa

შინაგან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა, სვა­ნეთ­ში, მწვერ­ვალ შხელ­და­ზე მყო­ფი სამი მთამ­სვლე­ლი უვ­ნებ­ლად, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის დახ­მა­რე­ბით მეს­ტი­ა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

მთამ­სვლე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მწვერ­ვალ­ზე მყო­ფი ერთ-ერთი პირი სა­ვა­რა­უ­დოდ მე­ხის და­ცე­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო კი, დარ­ჩე­ნი­ლი სამი პი­როვ­ნე­ბა ვერ ახერ­ხებ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­გეგ­მა სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, სა­მეგ­რე­ლო ზემო-სვა­ნე­თის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ჩა­ერ­თნენ.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი მთამ­სვლე­ლის ცხედ­რის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.


FACEBOOK კომენტარები