ავარიას ცნობილი ბლოგერი ემსხვერპლა ავარიას ცნობილი ბლოგერი ემსხვერპლა » დროული ინფორმაცია ავარიას ცნობილი ბლოგერი ემსხვერპლა

ავარიას ცნობილი ბლოგერი ემსხვერპლა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
27-08-2024
838
Aa

რუსეთში, 31 წლის ცნობილი ბლოგერი იანა ხაილოვა ავტოავარიაში დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაბაროვსკი - ვლადივოსტოკის გზაზე მოხდა. მედიის ცნობით, ბლოგერი მეგობართან ერთად ვლადივოსტოკიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა, ბლოგერის ავტომობილი კი ამოტრიალდა.

მიღებული ტრავმების შედეგად, 31 წლის ბლოგერი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობარი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ.

მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საჭესთან ბლოგერის მეგობარი იჯდა.

FACEBOOK კომენტარები