საშინელი ავარია კახეთში – დაიღუპა ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. დაშავებულია ერთი მგზავრი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული