წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა - ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რამდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში. პოლონელი ტურისტი გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ის გარდაცვლილია
მობილიზებულია პოლიცია. დეტალებს ვაზუსტებთ, - წერს ის.

წყარო: მთავარი არხი