ახალგაზრდა, რომელიც წუხელ საბურთალოზე დაჭრეს ცოტა ხნის წინ კლინიკაში გარდაიცვალა – 25 წლის ბიჭს ათამდე ადამიანი უსწორდებოდა…

28-09-2024
639
Aa

მამაკაცი, რომელიც წუხელ საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაჭრილი 25 წლამდე ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაჭრას წინ ორ დაჯგუფებას შორის ჩხუბი და შელაპარაკება უძღოდა. მათივე თქმით, ათამდე ადამიანი ერთ მამაკაცს ფიზიკურად უსწორდებოდა და სასიკვდილო  ჭრილობები დანით მიაყენეს. 

მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი ცხელ კვალზე აიყვანა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს, სხეულის არეში, რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

FACEBOOK კომენტარები