ცნობილი მოდელი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში იტალიური პიცის უგემრიელეს რეცეპტს აქვეყნებს

22-10-2024
127
Aa

ცნობილი მოდელი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის თავის გამომწერებს იტალიური პიცის რეცეპტს უზიარებს.

ინგრედიენტები

  • ინგრედიენტები

  • ბურატა
  • პროშუტო
  • ზეითუნის ზეთი
  • საფუარი - 7 გ
  • შაქარი - 0.5 ჩკ
  • ფქვილი - 240 გ
  • მარილი
  • რუკოლა
  • პესტოს სოუსი

მომზადების წესი

"პირველ რიგში შევარჩიე ბურატა, სოუსი, პროშუტო, ზეითუნის ზეთი. ცომი მოსამზადებლად გავხსნათ საფუარი თბილ წყალში (180 გრ) საფუარი 7 გრ + ნახევარი ჩკ. შაქარი რომ გამოცოცხლდება დავამატოთ 240 გრ ფქვილი (+ თვალით აკონტროლეთ) ნახევარი ჩკ. მარილი და შაქარი კარგად მოვზილოთ, გადავუსვათ ზეითუნის ზეთი და დავტოვოთ ამოსაფუებლად. მას შემდეგ რაც ცომი ამოვა, მივცეთ ფორმა, ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, მჭადის, ცეხვილის ან სემოლინას ფქვილი. გადავიტანოთ ცხელ ლანგარზე, წავუსვათ სოუსი, მოვათავსოთ ყველი და გავუშვათ ღუმელში 6-7 წუთით, მაქსიმალურ ტემპერატურაზე. გამომცხვარ პიცაზე მოვათავსოთ პროშუტო, სასურველი მიკრო მწვანილი ან რუკოლა და ზეითუნის ზეთი პესტოთი", - წერს ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

FACEBOOK კომენტარები