„ოთხშაბათს და ხუთშაბათს ყურადღება მიაქციეთ...“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

24-09-2024
525
Aa

დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც მნიშვნელოვანია, რადგან დაბნელებების დერეფანს გავდივართ. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, ოთხშაბათ და ხუთშაბათ დღეს ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ოთხშაბათს და ხუთშაბათს ყურადღება მიაქციეთ - ოთხშაბათი დღე დაბნელებებს შუა წერტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი. თქვენ რაც გაქვთ დაგეგმილი, შესაძლოა, საპირისპიროდ დაგვირგვინდეს. 

23 სექტემბერს ვენერა მორიელში გადავიდა. იმატებს ვნება, არნახული სექსუალური ენერგია, შესაბამისად, აქტიურობა, ენერგიულობა, სასიყვარულო კონტაქტები, ეს ყველაფერი რადიკალურად მოიმატებს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მორიელი მსუბუქი ნიშანი არ არის და მოიმატებს ეჭვიანობა, სარკასტულ-გესლიანი გამოთქმები, ზედმეტი პირდაპირობა, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ეს დაძაბულობას ქმნის. 17 ოქტომბრამდე ყურადღებით და ფრთხილად იყავით. 

რა ხდება ხუთშაბათს - მერკური 13 ოქტომბრამდე სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, მოიმატებს მშვიდობიანობა, დიპლომატიური გზებით პრობლემების მოგვარება და სამართლიანობის მაღალი გრძნობა,“ - ამბობს ასტროლოგი.

FACEBOOK კომენტარები