ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი, 2024 წლის 22 ივნისის სავსემთვარეობას ყველაზე ფრთხილად უნდა იყოს! ძალიან საშიშია
2024 წლის 22 ივნისს თხის რქის ნიშანში სავსე მთვარეა. აღსანიშნავია, რომ 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა და ამიტომ, ეს თარიღი განსაკუთრებული ენერგიითა და შესაძლებლობებით ხასიათდება. საინტერესოა ისიც, რომ ზაფხულში თხის რქაში ორი სავსე მთვარე იქნება, რაც იშვიათი ასტროლოგიური მოვლენაა. ერთ-ერთი სწორედ 22 ივნისსაა.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომატებული შფოთვისა და ენერგიის ფონზე, შესაძლოა, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების რისკი გაიზარდოს. თუმცა, ამავდროულად, შესანიშნავი პერიოდია იმ საკითხებისა და ამოცანების გადასაჭრელად, რომლებიც გვერდზე გადადეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი დაძაბული მომენტი, რაც შეიძლება ამ პერიოდში მოხდეს, 26 ივნისის შემდეგ დასრულდება. სავსემთვარეობისას განსაკუთრებულ გავლენას კი ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი იგრძნობს:
ვერძი
22 ივნისს მომატებულ ენერგიასა და შემართებას იგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, დაასრულოთ ის საქმეები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, შუა გზაზეა ან შეეჭიდოთ იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც განსაკუთრებით გინდოდათ. ახლა შესაძლოა, ყველაფერი იმაზე მარტივად გამოგივიდეთ, ვიდრე შეიძლება, წარმოიდგინოთ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ამავე პერიოდში შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისაგან საყვედურიც მოისმინოთ, რომ მათ ყურადღებას არ აქცევთ და საკმარის დროს არ უთმობთ. ამიტომ, ბალანსის პოვნაზე სერიოზულად დაფიქრება მოგიწევთ.
კურო
ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელზეც სავსემთვარეობა განსაკუთრებით იმოქმედებს, კუროა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, მომატებული შფოთვა იგრძნოთ და მოტივაცია დაკარგოთ. იფიქროთ, რომ ის, რასაც აკეთებთ, უსარგებლოა, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არაფერი გამოგდით… ნუ ინერვიულებთ, ემოციური პერიოდი რამდენიმე დღეში გაივლის და კვლავ შემართებით განაგრძობთ იმის განხორციელებას, რასაც ახლა აკეთებთ. ასტროლოგების მთავარი რეკომენდაციაა, რომ ეს დღე მშვიდად გაატაროთ, მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და დრო განტვირთვასა და დასვენებას დაუთმოთ