ყველაზე რთული ხასიათის კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ასტროლოგები ასახელებენ

06-11-2024
1 363
Aa

ასტროლოგები ასახელებენ ყველაზე რთული ხასიათის მქონე კაცებს, რომლებთან ურთიერთობაც ქალებს განსაკუთრებით უჭირთ, არ აქვთ სტაბილურობის განცდა და პასუხისმგებლობების გადანაწილებასაც ვერ ახერხებენ:

ვერძი

ვერძი მამაკაცები ძალიან საინტერესო მოსაუბრე და ვნებიანი პარტნიორები არიან და ისინი ამ კუთხით საოცარ თავგადასავალს მოგიწყობენ. მაგრამ, ამავდროულად, წარმოუდგენლად რთული ადამიანები არიან. მათ ურთიერთობებში დათმობებზე წასვლა არ შეუძლიათ და "რქებით" გააქვთ ის, რაც უნდათ, რომ გააკეთონ. პლანეტა მარსი ვერძს აგრესიასა და სიჯიუტეს ანიჭებს. ეს თვისებები ბიზნესში, საქმიან ურთიერთობებში მიზნების მისაღწევად, რა თქმა უნდა, გამოადგებათ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს... ძალიან ხშირად, ვერძ მამაკაცებს განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლიათ, საკმაოდ ხისტი ადამიანები არიან და ქალებს, როგორც წესი, მათ გვერდით ყოფნა ურთულდებათ. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გრძნობების გამოხატვა განსაკუთრებით უჭირთ. ამიტომაც, თუკი მათგან რომანტიკულ სიტყვებს, ლექსებსა და სიმღერებს ელით, დიდი ალბათობით, იმედი გაგიცრუვდებათ. ასევე, მათ ბრაზის კონტროლი ძალიან უჭირთ. გაბრაზებულ ვერძს შეუძლია ყველაზე საყვარელ ადამიანსაც კი ძალიან უხეში და უტაქტო ფორმით მიმართოს.

კურო 

კუროს ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ერთი შეხედვით, მგრძნობიარე, მორიდებული ადამიანები არიან. თუმცა, ისინი მესაკუთრე და ეჭვიანი ბუნებით ხასიათდებიან. შეიძლება, კოლეგებზე, მეგობრებზეც კი იეჭვიანონ. თვლიან, რომ საყვარელი ადამიანი მხოლოდ მათ ეკუთვნით და თუ ვინმე ამ მოცემულობას დაარღვევს, კურო კარს აღებს და მას ცხოვრებიდან სამუდამოდ უშვებს. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საკუთარი შეცდომების აღიარება ძალიან უჭირთ. მაშინ, როდესაც მათთან კამათს დაიწყებთ, ისინი ამას მათი ავტორიტეტის დაკნინების მცდელობად აღიქვამენ და უხეშად მოგმართავენ. ხოლო, თუ გადაწყვეტთ, რომ თავდაჯერებულობა შეურყიოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეატანინოთ, მაშინ დიდ დაპირისპირებას ვერ აცდებით.

ტყუპები

როგორც წესი, ტყუპებს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ და ეფექტური კომუნიკაციაც შეუძლიათ. ამიტომაც, ადამიანები თავდაპირველად ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებით აღფრთოვანებულები არიან. თუმცა, ასტროლოგები ტყუპებს არასანდო პარტნიორად ახასიათებენ. მათთვის ხანგრძლივი ურთიერთობები განსაკუთრებით დამღლელია და რაღაც ეტაპზე პასუხისმგებლობებისაგან გაქცევას ცდილობენ. მეტიც, თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დაქორწინებას შემოგთავაზებენ, არც ეს იქნება სამუდამო. მათ შეუძლიათ, პარალელურად, სხვასთან ფლირტი გააგრძელონ ან ახალი რომანი დაიწყონ. ამიტომაცაა, რომ ტყუპებს ერთ-ერთ ყველაზე არასაიმედო პარტნიორად მოიხსენიებენ.

მერწყული 

მერწყულები ძალიან მამაცი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებსაც სულ აქვთ გეგმა, როგორ უნდა გაუმკლავდნენ იმ სირთულეებს, რომლებსაც ცხოვრება სთავაზობთ. ინტელექტის მაღალი დონე ახასიათებთ და თავისუფლებას განსაკუთრებით აფასებენ. სწორედ ამის გამო, მათ ხანგრძლივი ურთიერთობების შენარჩუნება უჭირთ. ისინი, როგორც წესი, გონებით ცხოვრობენ და გრძნობების გამოხატვა დიდად არ უყვართ. ამიტომაც, თუკი მათგან დაუგეგმავ სიურპრიზებსა და რომანტიკულ ვახშამს ელოდებით, შესაძლოა, იმედები გაგიცრუვდეთ. პროფესიული კუთხით წარმატებასა და აღიარებას აღწევენ, მუდმივად თავგადასავლებს ეძებენ და სურთ, დამოუკიდებლად იცხოვრონ ისე, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში ზედმეტი ვალდებულებები არ ჰქონდეთ

FACEBOOK კომენტარები