ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

18-11-2024
1 206
Aa

უდავოა, რომ ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, რამდენად ბედნიერად წარიმართება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ  ჩინურ ჰოროსკოპში არის ხუთი იღბლიანი ნიშანი, რომლებსაც დაბადებიდან ყველაზე მეტად უმართლებთ ყველაფერში. როგორც წესი, სწორედ მათთან უსიამოვნო ამბები უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ხოლო ბედი უფრო ხშირად უღიმით, ვიდრე სხვებს. გაინტერესებთ, რომელ ნიშნებზე ვსაუბრობთ? ესენია:

დრაკონი

დაბადების წელი: 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012, 2024.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, დრაკონი ბავშვობიდანვე  განსაკუთრებულ სიდიადეს ფლობს და, შესაბამისად, შეუძლია დამოუკიდებლად, გარშემო მყოფთა დახმარების გარეშე მიაღწიოს ყველაფერს, რაც სურს, მაგრამ თანდაყოლილი იღბალი მნიშვნელოვნად ზრდის მისი ფენომენალური წარმატების შანსებს. დიდი ალბათობით, უფრო მოწიფულ ასაკში დრაკონი რეალურად დაიკავებს სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი გულუხვობით არ დაივიწყებს მათ, ვინც ამ რთული გზის დასაწყისში მის გვერდით იმყოფებოდა.

მაიმუნი

დაბადების წელი:  1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028.

ბუნებრივი უნარის წყალობით, მოერგოს ნებისმიერ სიტუაციას და ყველასთან საერთო ენა გამონახოს, მაიმუნი ბევრ პრობლემასა და უსიამოვნებას თავიდან იცილებს, თუმცა ეს დიდწილად მისი იღბლიანობით არის განპირობებული. მაიმუნი ადრე თუ გვიან იღებს საჩუქრებს ბედისგან ცხოვრების ყველა ასპექტში, იქნება ეს სამსახური, ურთიერთობები თუ ფინანსები, უბრალოდ, უნდა დაელოდოს.

ღორი

დაბადების წელი: 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031.

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ კეთილგანწყობილი ღორები ქუდბედით იბადებიან, ამიტომ გაუთვალისწინებელი კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების ნამდვილად არ უნდა ეშინოდეთ. რა კრიზისშიც არ უნდა აღმოჩნდეს ღორი, ყოველთვის იპოვის გამოსავალს და სირთულეებს თანდაყოლილი ოპტიმიზმით გაუმკლავდება. სხვათა შორის, სწორედ ღორს უმართლებს ყველაზე ხშირად ლატარიის ბილეთის შეძენისას. ნახეთ სრულად

FACEBOOK კომენტარები