“იყავით ფრთხილად და ყურადღებით!“ – მიხეილ ცაგარელი 12-დან 16 ივლისის ჩათვლით განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს

09-07-2024
392
Aa

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 12-დან 16 ივლისის ჩათვლით პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საკმაოდ მძიმე იქნება გარკვეული სიფრთხილეა საჭირო.

“12 ივლისამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. შემდეგ კი, არასასიამოვნო მოულოდნელობების პერიოდია. 12-დან 16-ის ჩათვლით რთული პერიოდი გვაქვს. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი 12-მდე წამოიწყეთ.

12-დან 16-ის ჩათვლით რა ხდება: მარსის და ურანის – ირი ბოროტი პლანეტის შეერთება ხდება ერთმანეთთან. ურანი არის მოულოდნელობა, მოულოდნელი ავარია, მოულოდნელი კონფლიქტი, მოულოდნელი ხანძარი, შესაძლოა, მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში საომარი მდგომარეობაც გამძაფრდეს.

მოიმატებს ტრავმულ-ავარიული შემთხვევები, ზოგიერთს ჯირითის სურვილი გაუჩნდება.

ამას პლუს, ვენერა-პლუტონის დაპირისპირებაც ცის კაბადონზე – დაძაბულობა, კონფლიქტები იქნება პირად ურთიერთობებში. შესაძლოა, ვინმემ ფული მოტყუებით გამოგძალოთ და ა.შ. შესაძლებლობები მოტყუბისა, ჭორებისა, ინტრიგებისა 12-დან 16-ის ჩათვლით მაღალია. ამიტომ ვიყოთ ფრთხილად და ყურადღებით“, – განაცხადა ცაგარელმა.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული