10 მიზეზი, რატომ უნდა გყავდეს მეგობრად მორიელი
მორიელები შესანიშნავი მეგობრები არიან. თითოეულ ადამიანს, რომელიც მორიელს ემეგობრება, ძალიან გაუმართლა. ყველამ უნდა ვაღიაროთ ის აუცილებელი თვისებები, რომლებიც მორიელებს გააჩნიათ.
რატომ არის მორიელი საუკეთესო არჩევანი, თუ ახალი მეგობრის შეძენას ფიქრობთ?
მორიელები ძალიან ვნებიანები, თავდაჯერებულები, მშვიდები და სასტიკები არიან. ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან, როდესაც თანადგომა დაგჭირდებათ. მორიელები, ზოგადად, ზოდიაქოს ყველაზე ერთგულ ნიშნებად არიან აღიარებულები. ისინი მიდრეკილები არიან, იყვნენ ღრმად ლოიალურები იმ ძლიერი ემოციების გამო, რომლებსაც განიცდიან ურთიერთობებში.
მორიელები ძალიან დიდი სერიოზულობით უდგებიან თითოეულ ურთიერთობას, იქნება ეს რომანტიკული თუ პლატონური სახის ურთიერთობა.
შესაძლოა, მორიელებს არ ჰყავდეთ მეგობრების ძალიან ფართო წრე, მაგრამ ვინც ჰყავთ, იმათთან ძალიან ახლო კავშირს განიცდიან. თუ აქამდე მორიელ მეგობრებს სათანადოდ არ აფასებდით, ახლა ნამდვილად დროა, რომ ეს ფაქტი შეცვალოთ.
მიზეზები, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ მორიელები საუკეთესო მეგობრები არიან:
მორიელები ერთგულები არიან.
მორიელები მართლაც ყველაზე ერთგულები არიან ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანთან შედარებით. იგივე შეიძლება ითქვას მათ ურთიერთობებზეც. მორიელებს სურთ გაჩვენონ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ მათი იმედი გქონდეთ.
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ დაგიჯერონ და მიგიღონ თავიანთ მჭიდრო წრეში, თუმცა, როგორც კი მათ ნდობას მოიპოვებთ, მთელი ცხოვრების მანძილზე უახლოესი მეგობარი გეყოლებათ.
მორიელისგან ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ.
მათთან ურთიერთობით ბევრი რამის აღმოჩენაა შესაძლებელი. მორიელები ნამდვილად არ არიან ღია წიგნები, როგორც წესი, ისინი ძალიან იდუმალი და საიდუმლოებებით მოცული ადამიანები არიან. შესაბამისად, ყოველდღიურად გექნებათ შესაძლებლობა, გაიგოთ უფრო მეტი მათ შესახებ და ეს დაეხმარება თქვენს ურთიერთობას, გახდეს ბევრად უფრო საინტერესო.
მორიელები არიან ინტენსიურად ემოციურები და მათ ხშირად საკუთარი გრძნობები ამოძრავებთ. ჩათვალეთ, რომ ძალიან იღბლიანი ხართ, თუ შეძელით და გაიგეთ ასეთი უნიკალური ინდივიდების შინაგანი აზრები და გრძნობები.
მორიელები ყოველთვის მოგიწოდებენ, მიჰყვეთ თქვენს ოცნებებს, რადგან ისინი სუპერმხარდამჭერები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საკუთარი თავის არ სჯერათ.
თუ მძიმე დღე გაქვთ და გსურთ თქვენს მიზნებზე უარი თქვათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ მორიელ მეგობრებს. მათ შეუძლიათ დაგარწმუნონ იმაში, რომ აიხდინოთ თქვენი ოცნებები.
მორიელები ძალიან მიზანდასახული ადამიანები არიან და არასდროს ნებდებიან. ისინი წარმოუდგენლად ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ მიიღონ ის, რაც სურთ. ამას გარდა, საკმაოდ კარგად ესმით საკუთარი ადგილი მსოფლიოში.
მორიელები ყოველთვის ცდილობენ მოიპოვონ პატივისცემა, ნდობა და ერთგულება როგორც კარიერაში, ასევე სოციალურ ცხოვრებაშიც. ყოველთვის მუშაობენ საწადელის მისაღწევად, ნაცვლად იმისა, რომ დასხდნენ და იფიქრონ, თითქოს ამას ისედაც იმსახურებენ.
მორიელებმა ყოველთვის იციან სიმართლე. ისინი წარმოუდგენლად ხედავენ მოვლენებს, იციან, როცა ვინმე იტყუება და არ აქვთ მიდრეკილება, მოითმინონ მატყუარა ადამიანები. თუ მორიელთან მეგობრობთ, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან სიმართლის პოვნასა და მის დაცვაში. ისინი ძალიან უშუალოები არიან და არ თამაშობენ თამაშებს, მაგრამ თქვენგანაც იმავეს მოელიან.
სანამ თქვენ ასევე გულწრფელი და გახსნილი ხართ თქვენს მორიელ მეგობრებთან, თქვენ აუცილებლად გექნებათ მშვენიერი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება კომუნიკაციას.
მორიელები გაბედულები არიან და საკუთარ თავს მტკიცედ ეყრდნობიან. მორიელთან მეგობრობით, თქვენ შეიძლება იგრძნოთ გამბედაობა იმავეს გასაკეთებლად.
თუ ისინი არ ეთანხმებიან ვინმეს, ყოველთვის საუბრობენ ამაზე. ეს შესანიშნავი თვისებაა, რადგან თუ მორიელთან მეგობრობთ, ყოველთვის ზუსტად გეცოდინებათ, რას გრძნობენ თქვენ მიმართ.
მორიელები ძალიან სასტიკი ადამიანები არიან, რომლებიც მიდრეკილნი არიან მიიღონ ის, რაც სურთ და აკეთონ ის, რაც სურთ.
შეიძლება ძალიან შთამაგონებელი იყოს იმის დანახვა, ვინც ცხოვრობს საკუთარი წესებით და დგას იმის უკან, რისიც სწამს. მორიელები ყოველთვის მოუწოდებენ მეგობრებს, მტკიცედ დადგნენ იმისთვის, რისიც სჯერათ!
თუ ოდესმე რთულ დროს გადიხართ, იცოდეთ, რომ თქვენი მეგობარი მორიელი ზურგს გიმაგრებთ და ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება, როცა დაგჭირდებათ. მორიელებთან საუბარი ძალიან ადვილია. ისინი ამაყობენ, რომ არიან თქვენი მეგობრები და დაგეხმარებიან ემოციებთან გამკლავებაში.
მორიელებმა იციან, როგორ და როდის გადაიხადონ სიკეთისთვის. მათ არასდროს აქვთ სხვისი დახმარების მოლოდინები. ამიტომ ძალიან მადლიერები არიან, როდესაც ადამიანები სიკეთეს უკეთებენ. თუ ოდესმე რაიმე სასიამოვნოს გააკეთებთ მორიელისთვის, მათ ეს ყოველთვის ემახსოვრებათ და სიკეთეზე სიკეთით გიპასუხებენ.
მეგობრობაში ყოფნა, რომელიც ეყრდნობა გაცემის და აღების პრინციპებს, ეხმარება ურთიერთობას, რომ იყოს უფრო მყარი და ჯანსაღი.
მორიელებს კომფორტის პოვნა სიჩუმეში შეუძლიათ. ჩვენ ყველას გვქონია ისეთი სიტუაციები, როცა ვინმესთან ვსხედვართ და ვგრძნობთ, რომ საუბარი უნდა განვაგრძოთ. დუმილის შევსების გრძნობა ზოგჯერ შეიძლება დამღლელი იყოს და არა ის, რაც გჭირდებათ მეგობრობაში.
მორიელების კარგი თვისება ის არის, რომ მათ არ ადარდებთ უხერხული სიჩუმე და შეუძლიათ კომფორტულად იგრძნონ თავი.
მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ უნარი, გელაპარაკონ ნებისმიერ თემაზე, ყოველთვის არ გრძნობენ ამის საჭიროებას.
მორიელები ისეთი მეგობრები არიან, რომლებთანაც შეგიძლიათ ცოტა ხნით ჩუმად იჯდეთ, მაგრამ მაინც გაერთოთ.
მორიელებს არ ეშინიათ ცხოვრების ბნელი საკითხების განხილვის.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე ისაუბროთ თქვენს მეგობარ მორიელთან და ისინი არ მოერიდებიან ბნელ ან ტაბუდადებულ თემებს. თუ გსურთ ისაუბროთ თქვენს უდიდეს შიშებზე ან სამყაროს საიდუმლოებებზე, მაშინ მორიელი შესანიშნავი ადამიანი იქნება სასაუბროდ. ისინი მოგცემენ საშუალებას, ღიად განიხილოთ ყველაფერი, განსჯის გარეშე.
ასე რომ, მოემზადეთ ინტენსიური და ღრმა საუბრისთვის მორიელებთან, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გყავთ!