ყველაზე ერთგული ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

19-08-2024
1 214
Aa

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ითვლება ყველაზე ერთგულ ქმრად და რომელი არ უნდა დაკარგოთ თვალთახედვიდან? ნახეთ მამაკაცების ერთგულების რეიტინგი 1-დან 3-მდე. 

 
ვერძი - ერთგულების რეიტინგი 2

შეყვარებული ვერძი რომანტიკული და სენტიმენტალურია, მაგრამ დამპყრობელიც გახლავთ და მიზნის მიღწევის შემდეგ შესაძლოა, მისი ყურადღება ახალ ობიექტზე გადაერთოს. და მაინც, სასიყვარულო ურთიერთობაში ის მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებულია. თუ მისი გულის დაპყრობა შეძელით, კარგი დამცველი, მოსიყვარულე, ერთგული ქმარი და კარგი მამა გახდება. ყველაფრის მიუხედავად, გახსოვდეთ, რომ ვერძი ახალი შეგრძნებების მოყვარულია, ამიტომ მისი ყველაზე ერთგულ ქმრად მიჩნევა არასწორია.

კურო - ერთგულების რეიტინგი 1

კურო მამაკაცები გარეგნულად გულჩათხრობილები ჩანან, თუმცა მათი გრძნობები განსაკუთრებული სიღრმით გამოირჩევა. თუ კუროს რაიმე სურს, მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. თუ მის თვალებში ვნება და სურვილი დაინახეთ, გაითვალისწინეთ, რომ კუროსთვის სურვილები და გრძნობები ერთი და იგივეა. შესაბამისად, თუ კურო თქვენზე შეყვარებულია და იღბლიანი ადამიანი ხართ. თუ კურო დაქორწინდა, ეს ნიშნავს, რომ მისი არჩევანი სრულიად გაცნობიერებულია და მეუღლისგანაც ურთიერთგაგებას და ერთგულებას ელის. დიახ, კურო თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ერთგულ მამაკაცად!

ტყუპები - ერთგულების რეიტინგი 3

ტყუპი კაცები სრული გამოცანა და თავსატეხია. ურთიერთობის დასაწყისში ისინი რომანტიკული მიჯნურები არიან, მაგრამ დროთა განმავლობაში სიყვარულის ობიექტისგან დისტანცირდებიან. ამ დროს ტყუპები ურთიერთობის ანალიზს ახდენს - თუ ურთიერთობა მისთვის მოგებიანი და კომფორტულია, გააგრძელებს, თუ არა, ახალი ობიექტის ძებნას იწყებს. ტყუპები, როგორც წესი, ძალიან მერყევები და მიდრეკილნი არიან დაშლისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ ტყუპ მამაკაცებს უნდა ერიდოთ, უბრალოდ, უნდა იცოდეთ მათი ხასიათის ზოგიერთი თვისება.

კირჩხიბი - ერთგულების რეიტინგი 3

კირჩხიბი მამაკაცი, ერთი შეხედვით, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, ერთგული შეყვარებული და იდეალური ოჯახის კაცია. სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ საკუთარი კომფორტისკენ ისწრაფვიან. კირჩხიბ მამაკაცს შეუძლია ნებისმიერი მიზეზი იპოვოს, რომ თავი გაიმართლოს - ის არასოდეს არის დამნაშავე. ლოგინში სხვა ქალთან ერთადაც რომ იპოვოთ, ათას მიზეზს იპოვის და დამნაშავედ თქვენ გამოგიყვანთ. კირჩხიბი მამაკაცები ურთიერთობებში ძალიან არასტაბილურები არიან, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ასე რომ, იმედი არ დაკარგოთ - იქნებ თქვენი რჩეული სწორედ ასეთი გამონაკლისია?

ლომი - ერთგულების რეიტინგი 1

ლომი მამაკაცების მასიდან გამორჩევა გარეგნობითაც შეიძლება. მათ კარგი აღნაგობა აქვთ, ხშირად ფიზიკურად ძლიერები არიან, გემოვნებით იცვამენ და უპირატესობას ბრენდულ სამოსს ანიჭებენ, რადგან მატერიალისტები არიან. უყვართ ლამაზი საჩუქრების ჩუქება. შეყვარებული ლომი მამაკაცი ძალიან ერთგულია. ლომთან შესაძლო განშორების მიზეზად შეიძლება იქცეს, თუ პარტნიორი ლომზე უფროსობას და ლომის მართვას შეეცდება. თუ ასეთ შეცდომებს არ დაუშვებთ, ლომი სამუდამოდ თქვენი ერთგული იქნება.

ქალწული - ერთგულების რეიტინგი 1

ქალწულ მამაკაცებს არ უყვართ თეატრალური წარმოდგენები, ამიტომ ფანჯრებთან სერენადებს და დილამდე ცეკვას არ უნდა ელოდოთ. ზოდიაქო ქალწული კაცი ნებისმიერ წვრილმანს ყურადღებას აქცევს - ახსოვს, რა გეცვათ, როგორ იქცეოდით და რა თქვით. ასეთი კაცისთვის სექსი მხოლოდ ფიზიკური კონტაქტი არ არის. ის საკმაოდ ფაქიზია და ჰიგიენას დიდ ყურადღებას აქცევს. ეშინია ვენერიული და ინფექციური დაავადებების, ამიტომ შემთხვევითი კავშირები, პრაქტიკულად, არ აქვთ. ასე რომ, „მოსაწყენი“ ქალწულები ერთგული ქმრები არიან.

სასწორი - ერთგულების რეიტინგი 1

სასწორი მამაკაცი პატიოსანი და ყურადღებიანი, სანდო მეგობარი და პარტნიორია, თუმცა ხშირად გარემოსთან შეგუება უჭირს. სასწორ მამაკაცებს მოსწონთ სიურპრიზების კეთება და სანაცვლოდ შექებას, აღიარებას, მოწონებას და აღტაცებას ელიან. სასწორ მამაკაცებს სტაბილურობა და სიმშვიდე უყვართ, ამიტომ იშვიათად ღალატობენ. თუ მან გიღალატათ, თავს თქვენზე უარესად იგრძნობს.

მორიელი - ერთგულების რეიტინგი 3

ზოგადად მიღებულია, რომ მორიელი ლოგინში საუკეთესოა. მას არ სჭირდება ქალი, რომელიც ადვილად დანებდება, რადგან აზარტის, ბრძოლის და გამარჯვების პროცესი ხიბლავს. მორიელი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მოღალატედ ითვლება, მაგრამ დაქორწინებული მორიელი თავის სახლს და ოჯახს ისე იცავს, როგორც ციხესიმაგრეს.

მშვილდოსანი - ერთგულების რეიტინგი 3

მშვილდოსანი მამაკაცები მთელი ცხოვრების განმავლობაში ექსპერიმენტებს ატარებენ და სულ ერთია, რას აღმოაჩენენ ან მიიღებენ - მათთვის მნიშვნელოვანი თავად პროცესია. სურთ, რომ ყველაფერი სცადონ და მოსინჯონ. ყველაფრის მიუხედავად, მშვილდოსანი მამაკაცები ორი ტიპის არიან: 1. ერთნი სექსუალურ ენერგიას კრეატიულობაზე, შემოქმედებაზე და სხვა ადამიანების მსახურებაზე ხარჯავენ და 2. მეორენი ნამდვილი დონ ჟუანები არიან. ამ ნიშნის წარმომადგენლების სიყვარული არის სპორტი, თამაში, თავგადასავალი. მშვილდოსანი მამაკაცი მაშინ ქორწინდება, როცა მიხვდება, რომ იდეალური პარტნიორი არ არსებობს და უნდა დასჯერდეს იმას, რაც ცხვირწინ აქვს.

FACEBOOK კომენტარები