აგვისტოს თვის მთავარი ფავორიტი - ასტროლოგები ზოდიაქოს 1 ნიშანს ასახელებენ, რომელსაც მიმდინარე თვის განმავლობაში ყველაზე მეტი წარმატება ელოდება

20-08-2024
2 472
Aa

წლის სხვადასხვა მონაკვეთში მზის სისტემის პლანეტები რეტროგრადულ მოძრაობას იწყებენ. შესაბამისად, ყველა ის სფერო, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ, ფერხდება და როგორც წესი, არაერთი დაუგეგმავი ცვლილების წინაშე აღმოვჩნდებით. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანებზე, მათ კომუნიკაციაზე, ურთიერთობებზე, ფინანსებსა და ყოველდღიურობაზე რეტროგრადული მერკური ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

რეტროგრადული მერკურის დროს ჩვენი გეგმები, საქმეები, პროექტები ფერხდება და იმ შედეგს ვეღარ ვიღებთ, რაც გვინდოდა. გვიჭირს კომუნიკაცია, იზრდება კონფლიქტებისა და მანიპულაციის რისკი. ამიტომაც, ასტროლოგიაში რეტროგრადული მერკურის პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო მონაკვეთად ითვლება. 5 აგვისტოდან 28 აგვისტომდე სწორედ ასეთი საყურადღებო ეტაპი გველის და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ყველა ნიშანი შედარებით ფრთხილად უნდა იყოს. თუმცა, ეს ტყუპებს არ ეხებათ...

 ისინი აგვისტოს თვის მთავარი ფავორიტები არიან და ყველა მიმართულებით წარმატებისა და აღიარების ძალიან დიდი შანსი აქვთ. საქმე ისაა, რომ იღბლისა და წარმატების პლანეტა - იუპიტერი მათ თანავარსკვლავედში შედის.

 ამ თვის განმავლობაში თავისუფლად შეგიძლიათ, ახალი საქმეები წამოიწყოთ, განახორციელოთ ის მიზნები, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ აქამდე დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ, გააუმჯობესოთ ურთიერთობები, ცოდნა და გამოცდილება. ნებისმიერი სასიკეთო წამოწყება დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ...ვრცლად

FACEBOOK კომენტარები