”როგორც შეხვდებით ამ რიცხვს, მთელი წელი ისე წავა“ – მიხეილ ცაგარელი კვირის საკრალურ რიცხვს ასახელებს
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის საკრალურ დღეს ასახელებს. 17 ივნისს როგორც შევხვდებით, მთელი წელი ისე წარიმართება.
„ორშაბათს, 17 ივნისს დღე-ღამ ტოლობაა. იკლებს ღამე, შემოდის ნათელი, ეს საკრალური დღეა. წლის განმავლობაში 4 დღე გვაქვს, როცა პორტალი იხსნება სამყაროსი სიყვარულის… 2 ბუნიობა და 2 დღე-ღამ ტოლობა.
17-ში ილოცეთ და დალოცეთ ყველა. მაქსიმალური სიკეთე და სიყვარული გამოიჩინეთ. რატომ? ასტროლოგიური ახალი წელია. ასტროლოგიის მოყვარულებს ვულოცავ ახალ წელს. მზე ვერძის ზოდიაქოში გადადის. ვინც დილის 08:7 წუთზე დაიბადება, ვერძია. 6 წუთზე დაბადებული თევზებია.
იწყება ახალი წელი, 12-თვიანი განვითარების ეტაპი – დასახეთ ახალი იდეები, ილოცეთ, ფანტაზიები ჩართეთ, იფიქრეთ, რა გინდათ თქვენს ცხოვრებაში რომ მოხდეს…
როგორც შეხვდებით 17 ივნისს, ისე წავა შემდეგ 17 ივნისამდე პერიოდი. ამიტომ ამ განსაკუთრებულ დღეს მეტად ამაღლებული განწყობა უნდა გქონდეთ“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი