ცნობილია ივნისის თვის ჯადოსნური რიცხვი, როცა წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გექნებათ
2024 წლის 22 ივნისს ჩვენი ოცნებებისა და მიზნების ახდენა იმაზე რეალური იქნება, ვიდრე შეიძლება:
2024 წლის 22 ივნისს სავსე მთვარე გველის. სავსე მთვარე თხის რქის ნიშანში იქნება, ამიტომაც შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, კარიერული თვალსაზრისით დაწინაურდეთ, ახალი, მომგებიანი შეთავაზებები მიიღოთ, ნანატრი დაწინაურების, ხელფასის ზრდის შესახებ შეიტყოთ. თქვენმა საქმემ, წამოწყებამ გაამართლოს და სერიოზული ფინანსური მოგებაც ნახოთ.
ამავდროულად, 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა და ამ დღის ენერგია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში, როგორც ასტროლოგები ამბობენ, სამყაროს ადამიანების ყველაზე უკეთ ესმის, ამიტომაც სიკეთე, სიყვარული, დახმარების სურვილი, დადებითი ემოციები უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ და თავადაც ბედნიერად იგრძნობთ თავს. იმისათვის, რომ ამ დღის ენერგია სრულად გამოიყენოთ, რამდენიმე მარტივი რიტუალის ჩატარებაა რეკომენდებული.
22 ივნისამდე სახლი საფუძვლიანად დაასუფთავეთ და მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოძველებული და ზედმეტია. ითვლება, რომ ამ რიტუალით სახლის კარს სიახლეებს უღებთ, ძველ, ნეგატიურ ამბებს კი წარსულს ჩააბარებთ.
გაასუფთავეთ თქვენი ტელეფონი, ამოშალეთ არასაჭირო კონტაქტები, ფაილები, ფოტოები.
გაასუფთავეთ თქვენი აზრები - შეეცადეთ, უარი თქვათ დაგროვილ წყენასა და ნეგატიურ ამბებზე და მისცეთ საკუთარ თავს უფლება, ცხოვრება სუფთა, განახლებული ენერგიით განაგრძოთ.
გამოხატეთ მადლიერება ყველაფრისთვის, რაც გაქვთ და სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტ გამართლებასა და იღბალს მიიღებთ.