ჩადეთ წითელი ძაფი საფულეში… – რიტუალები ფინანსებისა და კეთილდღეობის მოსაზიდად

29-08-2024
572
Aa

საკუთარი სახლის ავსება ბედნიერებით სრულებით შესაძლებელია. ამისთვის იღბლის თილისმის ტარება მუდმივად სულაც არაა აუცილებელი. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა ნივთს, რომლებიც დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკით არის დამუხტული. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ნივთი ბედნიერებას, წარმატებასა და იღბალს ავტომატურად იზიდავს, ხოლო ზოგიერთი – პირიქით, ამას ბლოკავს და განდევნის.

მთის ბროლი

ცნობილია, რომ მთის ბროლს მძლავრი ენერგეტიკა გააჩნია. ის დამუხტულია და იზიდავს ყველაფერ საუკეთესოს, ამიტომ ნამდვილ მაგნიტს წარმოადგენს ბედნიერებისა და მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად.

იმისთვის, რომ მთის ბროლი დადებითი ენერგეტიკით დამუხტოთ, მოათავსეთ ის ფანჯრის რაფაზე, რათა რაც შეიძლება ხშირად შევიდეს კონტაქტში მზესთან. მზის სხივები მის სასარგებლო თვისებებს ზრდის. ასეთი ურთიერთზემოქმედება თქვენს საცხოვრებელში არა მხოლოდ მოიზიდავს ფინანსურ ნაკადებს, არამედ მათ დიდი ხნით შეინარჩუნებს კიდეც.

მთის ბროლი თქვენი თილისმა მრავალი წლის განმავლობაში იქნება. შემდეგ შეგიძლიათ თქვენს შთამომავლებს გადასცეთ.

წითელი ძაფის გორგალი

წითელი არა მხოლოდ სიყვარულისა და ვნების, არამედ ფინანსური კეთილდღეობის ფერიცაა. წითელ ძაფებს ბევრი იყენებს ფულთან დაკავშირებულ რიტუალებში. ზოგიერთი წითელ ძაფს სპეციალურად იდებს საფულეში. ნახეთ სრულად

FACEBOOK კომენტარები