„ძალიან ცუდი დღეა ღალატისთვის, რადგან შეიძლება ძალიან მწარედ დავისაჯოთ“ - 5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

05-09-2024
946
Aa

ასტროლოგი ხათუნა ნოელი, სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 5 სექტემბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას მოსალოდნელი სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.



„დღევანდელი დღის სიმბოლო გახლავთ სამოთხის ვაშლი, რაც იმას ნიშნავს, რომ გველოდება გარკვეული ცდუნებები. 

ნუ შეცდებით და ნუ გააკეთებს ღვთის საწინააღმდეგო რაღაცებს. 

არასასურველია ვაშლის ჭამა, დანარჩენი ნეგატივი არაფერი ახლავს ამ დღეს. მთვარე სასწორშია და შეერთებულია ვენერასთან, სადაც ჰარმონიული ასპექტი აქვს. 

დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლამაზი და სასიამოვნო ამბისთვის.

არ შეიძლება შავი და ჭუჭყიანი სამუშაოს საკეთებლად. კარგია ხელშეკრულებების დასადებად, პაემანზე წასასვლელად, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ცდუნებების წინაშე ხართ. 

ძალიან ცუდი დღეა ღალატისთვის, რადგან შეიძლება ძალიან მწარედ დავისაჯოთ“, - ამბობს ხათუნა ნოელი.

 

FACEBOOK კომენტარები