ზოდიაქოს ამ ნიშნებს მნიშვნელოვანი ცვლილება ელოდება

13-09-2024
1 258
Aa

სასწორი

პლანეტა ვენერა თქვენი ნიშნიდან ტყუპებთან და იუპიტერთან ტრინს ქმნის. მიმდინარე დღეებში ხშირად მოგიწევთ, დიპლომატიური უნარები გამოავლინოთ და მიზნებს სწორედ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოთ. ასევე, შესაძლოა, ამ კვირაში რაიმე ძალიან სერიოზული მოაგვაროთ, ჩააბაროთ გამოცდა ან მიიღოთ ისეთი რჩევა, რაც ნამდვილად გამოგადგებათ.

ტყუპები

თქვენი ნიშნიდან იუპიტერი ვენერასთან ტრინს ქმნის. ეს კომბინაცია კი გავლენას ოჯახის, რომანტიკისა და საქმიანი ურთიერთობების სფეროზე მოახდენს. კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლოსთვის, მნიშვნელოვანი კომუნიკაცია გექნებათ ადამიანთან, რომელიც დაწინაურებასთან დაკავშირებული პროექტის განხორციელებაში ან პროცესის წინსვლაში, თქვენი საქმიანობის რეკლამირებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ კვირაში კუროს ნიშნის წარმომადგენლებს მოუწევთ, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარონ. შესაძლოა, ამის გამო ბუღალტერთან, თქვენს უფროსთან ან კიდევ თანამშრომლებთან შეხვედრა მოგიწიოთ და სიახლეები განიხილოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, პროცესი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ნახეთ ვრცლად

FACEBOOK კომენტარები