ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლისთვისაც მიმდინარე კვირა მეტად სახიფათოა

18-09-2024
1 204
Aa

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ასახელებს ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომელსაც მიმდინარე კვირაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. 

„დღეს და ხვალ მეტად გაფრთხილდით - მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა ერთდროულად.

ეს არის სატანური დღეები, ცდუნებების ალბათობა. მოდის უარყოფითი ენერგია. ასეთ დროს, საქართველოში გლეხი წყალს არ უსხამდა მცენარეს, ძირები მალე ლპებოდა და ეს იცოდნენ,

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ლომებს, სასწორებს და მორიელებს, მათ ენერგია ემატებათ. ზედმეტი ენერგია სად წაიღონ არ იციან, ამიტომ მათ ვთხოვ, მეტი ივარჯიშონ, რომ ენერგია დახარჯონ. სხვაგვარად, ეს ენერგია გადავა აგრესიაში, ან დეპრესიულ ელემენტებში. 

ამიტომ, ეს ორი დღე ფრთხილად იყავით. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით და იფრთხილეთ ქუჩაში. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ემოციები,“ - აცხადებს ასტროლოგი.

FACEBOOK კომენტარები